25 აპრილი 2024,   16:38
ვრცლად
ბილეთების ონლაინ გაყიდვა - "საია" პროექტ ”Check in Georgia“-ს და კულტურის მინისტრს აკრიტიკებს  

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მთავრობის პროექტს ”Check in Georgia“-ს აკრიტიკებს და კულტურის მინისტრს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

საქმე ეხება ეროს რამაზოტის, რობი უილიამსისა და "maroon 5"-ის კონცერტზე დასასწრებ 57 ათასამდე ბილეთს, რომლებიც ონლაინ გაიყიდა.

სულხან სალაძე ამტკიცებს, რომ კულტურის მინისტრმა იცრუა, როდესაც გასულ წელს ჩატარებული 3 კონცერტის ბილეთების 55 ქვეყანაში გაყიდვის შესახებ განაცხადა. ახალგაზრდა იურისტებში იმასაც ყვებიან, რომ კულტურის სამინისტროსგან პროექტ ”Check in Georgia“-ს შესახებ ინფორმაციას ერთი წლის განმავლობაში ითხოვდნენ. მონაცემები ორგანიზაციამ მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.

კვლების მიხედვით, ონლაინ გაყიდული 56 ათას 596 ბილეთიდან, უცხოელებმა მხოლოდ 3 ათასამდე შეიძინეს და ბილეთები არა 55, არამედ 49 ქვეყანაში გაიყიდა. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ”Check in Georgia“-მ გასულ წელს მთავარ მიზანს, ტურისტების მოზიდვას, ვერ მიაღწია.

კულტურის მინისტრს ახალგაზრდა იურისტების კომპეტენციაში ეჭვი არ შეაქვს, თუმცა მიხეილ გიორგაძე მონიტორინგის შედეგებს მის მიმართ პირად ინტერესს უკავშირებს.

დღის ამბები