სულ მცირე 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ძლიერ მიწისძვრას საბერძნეთის კუნძულ კოსზე, დაშავებულთა რიცხვი 100-ს აჭარბებს. ბიძგებმა ცუნამი, წყალდიდობა და ნგრევა გამოიწვია.
მაშველები ნანგრევებში ჩარჩენილ ადამიანებს ეძებენ. შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, კუნძულიდან 16 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა.