20 აპრილი 2024,   13:10
ვრცლად
ოჯეი სიმპსონს ციხიდან გაათავისუფლებენ

ამერიკული ფეხბურთის ყოფილ მოთამაშეს და მსახიობს ოჯეი სიმპსონს, რომელსაც 33 წელი ჰქონდა მისჯილი ყაჩაღობისა და ადამიანების გატაცებისათვის, ციხიდან გაათავისუფლებენ. 70 წლის სიმპსონი ციხიდან 2017 წლის ოქტომბერში გამოვა.

სიმპსონი 1994 წელს დააკავეს, მას ბრალად ედებოდა საკუთარი მეუღლის ნიკოლ ბრაუნისა და მისი მეგობრის რონ გოლდმანის მკვლელობა, მაშინ ის გაამართლეს და სიკვდილით დასჯასაც გადაურჩა.

თუმცა, მოგვიანებით პასუხისმგებლობა მაინც დააკისრეს და ჯარიმის სახით 33 ნახევარი მილიონი დოლარიც გადაახდევინეს. 2008 წელს კი, სიმპსონი კიდევ ერთხელ დააპატიმრეს ყაჩაღობისა და ადამიანების გატაცების ბრალდებით.

დღის ამბები