20 აპრილი 2024,   00:05
ვრცლად
თელავში თემის საკრებულოს წევრი დააკავეს

თელავში თემის საკრებულოს წევრი დააკავეს ზაზა ზაზაშვილი, სოფელ რუისპირის მაჟორიტარი დეპუტატია. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სავარაუდოდ, ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, მან უცხოელი მოქალაქისგან 15 ათასი ლარი აიღო. ზაზაშვილი თელავის საკრებულოში ორი მოწვევის დეპუტატია. საკრებულოს თავმჯდომარის, პაატა გიორგობიანისთვის უცნობია მომხდარის მიზეზი და დეტალები.

მისივე თქმით, დეპუტატის დაკავება საკრებულოს შენობაში არ მომხდარა.

დღის ამბები