19 აპრილი 2024,   12:57
ვრცლად
პარლამენტში „ამბასადორიალის“ დასკვნითი შეხვედრა მიმდინარეობს

ამ წუთებში პარლამენტში „ამბასადორიალის“ დასკვნითი შეხვედრა მიმდინარეობს. პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართველ და უცხოელ დიპლომატებს დახურულ კარს მიღმა ხვდება. მანამდე კი „ამბასადორიალის“ მონაწილეებს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები შეხვდნენ და ქვეყნის საინვესტიციო გარემო გააცნეს, მათ შორის ენერგეტიკის, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პერსპექტივები.

„საელჩოების ჩართვა, ჩვენი წარმომადგენლობის ჩართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, შესაბამისად, მათი პოტენციალის სრულად რეალიზებამ, სრულად გამოყენებამ უნდა მოგვცეს ჩვენ, რა თქმა უნდა, დამატებითი, როგორც ინვესტიციების მოზიდვა, ასევე, ექსპორტის შესაძლებლობები,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.  

დღევანდელ შეხვედრაზე დამატებითი განმარტება გაკეთდა ახალი დიპლომატიური ინსტიტუტის, კომერციული ატაშეების შესახებაც. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, კომერციული ატაშეების ფუნქცია მხოლოდ ექსპორტის მხარდაჭერა არ იქნება, არამედ მათ უცხოური ინვესტიციების მოზიდვაც დაევალებათ.

„ჭრილი იქნება ანალიზის, როგორც ქვეყნის მიმართულებით, ასევე კონკრეტული ნომენკლატურული ერთეულის პროდუქტის მიმართულებით. ეს გვაძლევს ძალიან მარტივ შესაძლებლობას, რომ გავზომოთ მოცულობებში როგორც ზრდა, ასევე შემცირება, ეს იქნება ძირითადი კრიტერიუმები, რითიც შეფასდება კონკრეტული კომერციული ატაშეს მუშაობის ხარისხი კონკრეტულ ქვეყანაში,“ - აცხადებს გიორგი გახარია.

დღის ამბები