18 აპრილი 2024,   04:17
ვრცლად
ქუთაისის აეროპორტის გაფართოება - პროექტი აგვისტოდან დაიწყება

დაგეგმილია ქუთაისის აეროპორტის გაფართოება, რაც მას საშუალებას მისცემს ერთდროულად 6 რეისს მოემსახუროს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის მნიშვნელობასაც.

„მნიშვნელოვანი პროექტი იწყება აგვისტოში, ტერმინალის გაფართოების პროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს ქუთაისის აეროპორტს, 6 რეისს მოემსახუროს ერთდროულად. ეს პროექტი რკინიგზის ახალ პროექტთან კომბინაციაში, რომელიც ითვალისწინებს სარკინიგზო ბაქნის მშენებლობას აეროპორტის ჭიშკრის წინ, ვფიქრობთ, რომ ქუთაისის აეროპორტს მისცემს საშუალებას, რომ გაცილებით უფრო კომფორტულად და უფრო მეტ მგზავრს მოემსახუროს. 92%-ითაა გაზრდილი მგზავრთა ნაკადი წლის დასაწყისიდან“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის სხდომაზე, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს, სულ 37 საკითხია განსახილველი, აქედან ერთი საიდუმლოა.

 

დღის ამბები