18 აპრილი 2024,   21:33
ვრცლად
ე.წ. საოკუპაციო ხაზთან ბაქო-სუფსის ნავთობსადენიც მოჰყვა - საგარეო უწყების შეფასება

საგარეო საქმეთა მინისტრი კასპის მუნიციპალიტეტში ოკუპანტების მიერ ახალი თხრილის გაკეთებას "პროვოკაციად" აფასებს. ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ყარაფილასთან ახალი თხრილები გაავლეს. სოფელ ყარაფილასთან გავლებულ ე.წ. საოკუპაციო ხაზთან მოყოლილია ბაქო-სუფსის ნავთობსადენიც.

მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ მომხდარ ფაქტს მკაცრ შეფასებას აძლევს. ასევე, აღნიშნავს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ეცდებიან, რომ პროვოკაციული ქმედებები შეჩერდეს.

„ჩვენ ამ ფაქტს ისევე, როგორც ყველა წინა ფაქტებს, რა თქმა უნდა, ვაძლევთ ძალიან მკაცრ შეფასებას. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ ეს პროცესი შეჩერდეს, ეს პროვოკაციული ქმედებები შეჩერდეს. პირველ რიგში, ეს არის პროვოკაცია და მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ჩვენ მოვახერხოთ ჩვენ ამ პროვოკაციული ქმედებების შეჩერება. ეს არის სწორედ ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ აქტიურად განვახორციელებთ,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ოკუპანტებმა თხრილები დილით გააკეთეს. 

დღის ამბები