25 აპრილი 2024,   04:08
ვრცლად
ხმაური თბილისის გენგეგმის განხილვაზე, რომლის მიხედვითაც ელიავას ბაზრობისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა უნდა მოეწყოს

თბილისის გენერალური გეგმის განხილვა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ხმაური ელიავას ტერიტორიის ერთ-ერთი მფლობელის შეკითხვას მოჰყვა. თეა ანდრიაძე დაინტერესდა თუ რას გეგმავენ მის ტერიტორიაზე. მეწილეს კითხვა უპასუხოდ დარჩა, მედიის ინტერესმა კი დედაქალაქის მერი კიდევ უფრო გააღიზიანა.

გენერალური გეგმის მიხედვით ელიავას ბაზრობისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა უნდა მოეწყოს. ალტერნატიული გეგმა აქვთ ტერიტორიის მფლობელებსაც. მეწილეებს აქვთ ეჭვი, რომ მათი პროექტი კერძო ინტერესების გამო იბლოკება და მათ ტერიტორიაზე არა რეკრეაციული ზონის, არამედ საცხოვრებელი კორპუსების აშენება სურთ.

დედაქალაქის მერმა სხდომის დასრულების შემდეგ ელიავას ტერიტორიის მეწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ის არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მოქალაქეებს დააზარალებს.

თბილის განვითარების გენერალური გეგმის განხილვა ტექნიკურ უნივერსიტეტში თითქმის სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შეხვედრაზე საკუთარ მოხსენებაში გენგეგმის ავტორებს ელიავას ბაზრობის ტერიტორიის შესახებ არ უსაუბრიათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები