18 აპრილი 2024,   12:03
ვრცლად
მთავრობის ახალი შტურმი "რუსთავი 2-ზე"

ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, "რუსთავი 2-ის" ფინანსური ინფორმაცია, საჯაროდ გათქვა. მან ტელეკომპანია "იმედის" შეკითხვის საპასუხოდ, "რუსთავი 2-ის" მაღალი რეიტინგი საგადასახადო დავალიანებას დაუკავშირა. 

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებას "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა საგანგებო ბრიფინგზე უპასუხა. ნიკა „გვარამიამ ხელისუფლებას ბოლო 3 წლის განმავლობაში სამაუწყებლო კომპანიის დახურვის მიზანმიმართული მოქმედებები და დაყადაღებული „რუსთავი 2-სთვის" მიყენებული ზარალი შეახსენა.

ნიკა გვარამიამ ფინანსთა სამინისტროს ბიძინა ივანიშვილის საბიუჯეტო ფინანსური დავალიანებების საჯაროდ დაკონკრეტება მოსთხოვა.

ფინანსთა მინისტრის განცხადებას, რომ საგადასახადო დავალიანების დაფარვის გრაფიკზე "რუსთავი 2-ის" მენეჯმენტთან მოლაპარაკება დაწყებულია, ნიკა გვარამიამ სიცრუე უწოდა.

ნიკა გვარამიამ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს მიმართა. "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ადგილობრივი არჩევნების წინ "რუსთავი 2" დახურვის საფრთხის წინაშეა.

2017 წლის 13 ივლისამდე საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენდა კომერციულ საიდუმლოებას. ცვლილება კანონში ცოტა ხნის წინ შევიდა და ის საჯარო გახდა, რასაც ქუმსიშვილის მიერ "რუსთავი 2"-ის საგადასახადო დავალიანებებზე დღეს  გაკეთებული განცხადება მოჰყვა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები