23 აპრილი 2024,   11:51
ვრცლად
თბილისის რამდენიმე უბანს 3 დღის განმავლობაში წყლის მიწოდება შეუწყდება

პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის გამო, მომავალი კვირიდან 3 დღის განმავლობაში დედაქალაქის რამდენიმე უბანს წყლის მიწოდება შეუწყდება. საბურთალოს, ვაკის და წყნეთის აბონენტები 24 საათში წყალს მხოლოდ 6 საათით მიიღებენ.

„24-დან 26-ის ჩათვლით შეზღუდვები იქნება საბურთალოს, ვაჟას კვარტლებისა და ასევე ნუცუბიძის კვარტლების, ნაწილი ვაკის, ბაგებისა და წყნეთის მოსახელობისთვის. მიწოდება იქნება დილით 08:00-დან 11:00-მდე და ასევე, საღამოს 20:00-დან 23:00-მდე,“ - განაცხადა თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გივი კუბლაშვილმა.

Georgian Water and Power-ის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ წყლის მილების გამოცვლა 3 დღეში დასრულდება და ზაფხულის ცხელ დღეებში შეზღუდვებიც მოიხსნება.

 

დღის ამბები