25 აპრილი 2024,   16:27
ვრცლად
აშშ-ის სპეციალური პროკურორი ტრამპი უმცროსისა და რუსი ადვოკატის შეხვედრის შესახებ ნებისმიერი დოკუმენტის შენახვას ითხოვს

შეერთებული შტატების სპეციალური პროკურორი, რომელიც ტრამპის გარემოცვის რუსეთთან კავშირს იძიებს, ადმინისტრაციას სთხოვს, რომ დონალდ ტრამპი უმცროსისა და რუსი ადვოკატის შეხვედრის შესახებ ნებისმიერი დოკუმენტი შეინახოს.

ამის შესახებ საუბარია სპეციალურ წერილში, რომელიც რობერტ მალერმა თეთრ სახლს გაუგზავნა. სპეცპროკურორის შეფასებით, 2016 წელს ტრამპ ტაუერში გამართული შეხვედრა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია.

ამ შეხვედრას უმცროსი ტრამპის გარდა, პრეზიდენტის სიძე და საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელიც ესწრებოდნენ. სამივე მათგანი მომავალ კვირაში სენატში ჩვენების მისაცემადაა დაბარებული.

დღის ამბები