20 აპრილი 2024,   07:24
ვრცლად
თავდასხმა ებრაულ დასახლებაში - ისრაელის პოლიციამ პალესტინელთა სახლებში რეიდები დაიწყო

ებრაულ დასახლებაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ ისრაელის პოლიციამ პალესტინელთა სახლებში რეიდები დაიწყო. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის საცხოვრებელი გაჩხრიკეს და მისი ძმაც დააკავეს, სოფლის მცხოვრებლებს კი გადაადგილება შეუზღუდეს.

თავდასხმას სამი ებრაელი ემსხვერპლა, კიდევ ერთი ადამიანი კი დაშავდა. მომხდარს წინ უძღვოდა მასშტაბური შეტაკება პალესტინელ დემონსტრანტებსა და ებრაელ სამართალდამცველებს შორის.

არეულობის შედეგად სამი პალესტინელი დაიღუპა. მომიტინგეები ალ აქსას მეჩეთთან მეტალო დეტექტორების დამონტაჟებას აპროტესტებენ. მუსლიმების წმინდა ადგილას უსაფრთხოების დამატებითი ზომების შემოღების გამო პალესტინამ ისრაელთან ოფიციალური კონტაქტიც შეაჩერა.

დღის ამბები