25 აპრილი 2024,   13:32
ვრცლად
საბერძნეთში განმეორებითი ბიძგების საფრთხის გამო, ასობით ადამიანმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათენა

საბერძნეთის კუნძულ კოსზე, განმეორებითი ბიძგების საფრთხის გამო, ასობით ადამიანმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათენა. მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში ვითარება ამ დროისთვის შედარებით მშვიდია, თუმცა ტურისტების ნაწილმა შვებულებები შეწყვიტა და სამშობლოში დაბრუნდა.

6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებს გუშინ კუნძულზე ორი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები თურქეთისა და შვედეთის მოქალაქეები იყვნენ.

მიწისძვრის გამო, ამ დრომდე დაკეტილია კოსის მთავარი პორტი და არქეოლოგიური მუზეუმი, შეფერხებულია ავიამიმოსვლაც. 

ამავე თემაზე
დღის ამბები