23 აპრილი 2024,   16:15
ვრცლად
ქეთი მელუა და გორის ქალთა კაპელა ხვალ ბლექს სი არენას სცენაზე იმღერებენ

ქეთი მელუა და გორის ქალთა კაპელა ხვალ ბლექს სი არენას სცენაზე იმღერებენ. ქეთი მელუა საქართველოში ბრიტანულ ბენდთან ერთად ჩამოვიდა.

The little swallow - ასე ეწოდება კომპოზიციას, რომელიც მუსიკოსების ერთობლივ ალბომში შედის და რომელიც 2016 წელს ბრიტანული ჩარტების ათეულში მოხვდა. ქეთი მელუა გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად ამ სიმღერას წელს პირველად ბლექ სი არენაზე შეასრულებს.

კონცერტის წინ დღეს გენერალური რეპეტიცია გაიარეს. ხვალ მსოფლიო დონის ქართველი მომღერალი 21 სიმღერას შეასრულებს.

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე 

ამავე თემაზე
დღის ამბები