25 აპრილი 2024,   17:42
ვრცლად
ქართული ოცნება დგას მოძალადეებზე და კვებავს მათ - ელენე ხოშტარია

„ეს არის რუსეთის მხრიდან მართული ჯგუფი, რომელიც ცდილობს, ჩვენს ქვეყანაში შემოაგდოს საშიში ბაცილა, თითქოს, გარყვნილებასთან არის დაკავშირებული თავისუფლება“, - ეს განცხადება ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ, ე.წ. ქართველთა მარშთან დაკავშირებით გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში საუბრისას გააკეთა, რომელიც აქცია „არა რუსულ ფაშიზმს!“ ორგანიზატორია.

ელენე ხოშტარიას აზრით, ე.წ. ქართველთა მარში რუსეთის მიზნებს ასრულებს და არის რუსეთის მხრიდან მართული. მისი თქმით, საზოგადოებამ ხვალ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია, რომ ქართველობა არ არის კავშირში ძალადობასთან.

„ეს საკითხი არის ზეპარტიული, ჩვენ თავს რომ არ მოგვახვიონ რუსული ფაშიზმი, უნდა გამოვიდეთ და დავაფიქსიროთ მკაფიოდ ეს პოზიცია, რომ ჩვენ ამ ვერსიას ქართველობის, რომელიც უკავშირდება 25 წლის გოგოს ჯგუფური გაუპატიურების მუქარას, რომელიც უკავშირდება ძალადობას, ქართული საზოგადოება არ  იღებს“, - აღნიშნა ხოშტარიამ.

ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული ჯგუფები ხელისუფლების მიერ მართულები არიან.

„ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს რეაგირება ამ ფაშისტებზე, ვერ იარსებებს, რადგან ეს ჯგუფები ხელისუფლების მხრიდან არის მართული და ხელისუფლება კვებავს მათ,“ - აღნიშნა ხოშტარიამ და დაამატა, რომ ქართული ოცნება დგას მოძალადეებზე და კვებავს მათ“.

 

დღის ამბები