24 აპრილი 2024,   07:05
ვრცლად
არაადეკვატურია სიტუაციის შეფასება და ანალიზი - ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია ე.წ. ქართველთა მარშზე

„მგონია, რომ არაადეკვატურია სიტუაციის შეფასება და ანალიზი,“ - ასე აფასებს ხელოვნებათმცოდნე, სოფო კილასონია, ხელისუფლების მხრიდან ე.წ. ქართველთა მარშის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებას

„ქართული მარში იყო რაღაცის შედეგი, რაღაცის ეტაპი, რაღაც საფეხური იმ კამპანიის თუ პროცესის, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიური გახდა საქართველოში და ეს პროცესი რამდენიმე სივრცეში იშლება და ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდა,“ - განაცხადა სოფო კილასონიამ.

კილასონია აღნიშნავს, რომ საზოგადოება „არაზუსტი და არაადეკვატური ინფორმაციის მსხვერპლია“ და ამ ინფორმაციის მიმართ ხელისუფლება ლოიალურია. ხელოვნებათმცოდნე აღნიშნავს, რომ საბჭოთა გამოცდილების გააზრება არ ხდება და განათლების რეფორმა არ უზრუნველყოფს ცოდნის გაფართოებას.

"საფრთხე არის ის, რომ ჩვენ ისე ვიკვებებით იმ ინფორმაციით, რომელიც ათეულობით წლის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის დროს იყო სინამდვილეში ფალსიფიცირებული ინფორმაცია, მაგრამ ერთადერთი დაშვებული ინფორმაცია," - განაცხადა სოფო კილასონიამ.

დღის ამბები