20 აპრილი 2024,   03:41
ვრცლად
აფეთქების ხმა გორში - ადგილობრივმა ჭურვი აღმოაჩინა

აფეთქების ხმა იყო გორში გვიან საღამოს. მდინარე ლიახვთან, ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივმა სამხედრო დანიშნულების ნივთი აღმოაჩინა და 112-ში დარეკა. გამნაღმველებმა ჭურვი ადგილზე ააფეთქეს, შსს-ში კი, გამოძიება ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლით დაიწყო.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ჭურვი სასწავლო დანიშნულების იყო, თუმცა რომელ უწყებას ეკუთვნოდა და რა პერიოდით თარიღდება ფეთქებადი მოწყობილობა, ჯერ-ჯერობით უცნობია. 

დღის ამბები