ილიას ტბაზე 40 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო. ის ოჯახთან ერთად საბანაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც წყალში შევიდა და ნაპირზე გამოსვლა ვეღრ შეძლო. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს წყალში გული გაუჩერდა.
მამაკაცის გადარჩენას მაშველები ცდილობდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
ილიას ტბის მენეჯერის, მალხაზ ხაბარაშვილის განმარტებით, სამძებრო სამუშაოები დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.