19 აპრილი 2024,   05:01
ვრცლად
ზუგდიდში სწრაფი სესხების კომპანიის ოფისი დააყაჩაღეს

ზუგდიდში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, სწრაფი სესხების კომპანიის ოფისი დააყაჩაღეს.

შემთხვევა გუშინ, დღის 4 საათისთვის მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთი პირი შენობაში შეიჭრა და ცივი იარაღის მუქარით სალაროდან 3200 ლარი წაიღო.

ადგილზე ექსპერტიზა უკვე ჩატარდა. ამოღებულია ვიდეოჩანაწერები. პოლიცია თავდამსხმელს ეძებს.

დღის ამბები