19 აპრილი 2024,   12:13
ვრცლად
უპრეცედენტო რაოდენობის სამხედროები ბრიუსელიდან - მრავალეროვანი ერთობლივი სწავლება და მოსკოვის რეაქცია

მრავალეროვნულ სწავლებაში ბრიუსელი საქართველოში წელს უპრეცედენტო რაოდენობის სამხედროებს აგზავნის. რამდენიმე ათეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ამერიკული ტანკები აბრამსი და 2 800 ჯარისკაცი ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნიდან.

საერთაშორისო სწავლება ნობელ პარტნერისთვის მოკავშირეების სამხედრო ტექნიკა საჰაერო და საზღვაო გზებით უკვე რამდენიმეა დღეა, შემოდის.

ის, რაც თბილისსა და ბრიუსელს რეგიონში სტაბილურობისა და ქართული არმიის თავსებადობის ასამაღლებლად სჭირდება, რუსეთმა საფრთხედ შეაფასა. მოსკოვმა უკვე რამდენიმე დღეა, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და სამხრეთ სამხედრო ოლქში განგაში გამოაცხადა და ფართომასშტაბიანი წვრთნები დაიწყო.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის უკანონო წვრთნებში კრემლმა 16 ათასი სამხედრო და 4 ათასამდე სხვადასხვა სახის შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა ჩართო.

საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ რუსეთი ამ ნაბიჯით საქართველოს ხელისუფლების დაშინებას ცდილობს და ამისთვის არამხოლოდ სამხედრო წვრთნებს იყენებს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თბილისმა მოსკოვის სასარგებლოდ დათმობის პოლიტიკაზე უარი უნდა თქვას და მსგავსი სახის სწავლებები ნატოსთან ინტეგრაციისთვის გამოიყენოს.

სწავლება ნობელ პარტნერ 2017 ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე 30 ივლისს დაიწყება და 12 აგვისტოს დასრულდება.

დღის ამბები