20 აპრილი 2024,   10:00
ვრცლად
ეს არის კარგად დადგმული სპექტაკლი - გიორგი ანდრიაძე ე.წ. ციანიდის საქმეს აფასებს

„ეს არის კარგად დადგმული სპექტაკლი,“ - ეს განცხადება წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი ანდრიაძემ, არჩევანის პირდაპირ ეთერში, ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრისას გააკეთა.

გიორგი ანდრიაძემ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში მან დააყენა საკითხი, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე სასულიერო პირების მხრიდან გაკეთებული კრიტიკული განცხადებები არაეთიკურია.

„ჩემდა გასაოცრად, რექტორმა სერგო ვარდოსანიძემ გამოთქვა გასაოცარი პოზიცია, რომ ეს ყოფილა გამოხატვის თავისუფლება და, თუ მამა ანდრიას მიერ პატრიარქის საკადრო პოლიტიკის კრიტიკა არის გამოხატვის თავისუფლება, შესაბამისად, ჩემი კრიტიკაც ჩვენი რექტორისა, ალბათ, გამოხატვის თავისუფლება იქნება. საქმე ის არის, რომ მამა ანდრია, დოქტორანტი, არის სწორედ სერგო ვარდოსანიძის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი დოქტორანტი, ანუ უნივერსიტეტის რექტორი არის მისი პირადი ხელმძღვანელი და მის ამ ექვსთვიან გამოსვლებს საპატრიარქოს კრიტიკისას, ასე მდუმარედ უყურებს და ამას ეძახის გამოხატვის თავისუფლებას," - განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მამა ანდრიას განცხადებას მეუფე იაკობის მხრიდან პატრიარქის მოკვლის თაობაზე აპელირების შესახებ, ეთანხმება და მას "აბსურდულს" უწოდებს.

"ყველაზე მთავარი ის არის, რომ მე ვეთანხმები მამა ანდრიას გამოსვლებს. მეც მიმაჩნია აბსურდულად მეუფე იაკობის განცხადება, რომ, თურმე, პატრიარქს კლავდნენ და საერთოდ მიმაჩნია, რომ ეს არის მოგონილი სპექტაკლი,“ - განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.

დღის ამბები