18 აპრილი 2024,   05:36
ვრცლად
რატომ არ არის საქმე აღძრული მეუფე იაკობის განცხადებაზე, რომ პატრიარქს კლავდნენ?! - კამათი "არჩევანის" სტუდიაში

„რატომ არ არის საქმე აღძრული მეუფე იაკობის განცხადებაზე, რომ პატრიარქს კლავდნენ?“ - ეს შეკითხვა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი ანდრიაძემ, არჩევანის პირდაპირ ეთერში ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, ე.წ. ციანიდის საქმეში არაერთი ადამიანი თავიდანვე შეცდომაში იყო შეყვანილი და თავდაპირველადვე იყო „სპექტაკლი“.

მან ასევე მამა გიორგი მამალაძის ზიარების საკითხზე ისაუბრა და შეკითხვა დასვა, თუ რატომ არ აზიარა დეკანოზი მეუფე პეტრე ცაავამ.

თეოლოგმა ლადო ნარსიამ ამის გამო გიორგი ანდრიაძე უცოდინარობაში დაადანაშაულა და პირდაპირ ეთერში მათ შორის ამის გამო კამათი წარმოიშვა.

„კითხვა, რომელიც დასვა ბატონმა ანდრიაძემ, არის აბსურდული და ავლენს აბსოლუტურ უცოდინრობას,“ - განაცხადა ლადო ნარსიამ.

გიორგი ანდრიაძემ მამა ანდრია სარიას ე.წ. ციანიდის საქმეში მონაწილეობასაც ხაზი გაუსვა. 

ამ საკითხზე მამა ანდრიამ ანდრიაძე საპატრიარქოს უნივერსიტეტის სასტუმროდ გადაქცევის მცდელობაში დაადანაშაულა.

ამავე თემაზე
დღის ამბები