24 აპრილი 2024,   19:35
ვრცლად
განათლება გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობაში - რუსუდან გოცირიძე პრემიერის განცხადებაზე საუბრობს

„განათლება გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობაში,“ - ეს განაცხადა ევანგელისტურ-ბაფტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ სოფელ სნოში გაკეთებული განცხადებასთან დაკავშირებით გადაცემა არჩევანში გააკეთა. 

„განათლება გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობაში. სახელმწიფოს მეთაურმა შეიძლება და დავუშვათ, რომ არ იცის, რას ნიშნავს  სეკულარიზმი. ან დავუშვათ ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს მეთაურმა იცის, რა არის სეკულარიზმი, მაგრამ ვერ ხვდება, რა საფრთხეებს უწყობს ხელს, როდესაც ასეთი ბუნდოვანი განცხადებებით გამოდის,“ - ამბობს გოცირიძე.

რუსუდან გოცირიძე ამბობს, რომ ეკლესიის და სახელმწიფოს ურთიერთობის პრობლემა მხოლოდ დღეს დაწყებული არ არის.

„სამწუხაროდ, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის პრობლემა ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფო ს ტრაგედია, ეს არის მთელი საქრისტიანოს ისტორიას რომ გადახედავ, ეს ამბავი სულ მანდ ტრიალებს,“ - განაცხადა გოცირიძემ.

დღის ამბები