20 აპრილი 2024,   09:03
ვრცლად
ეს განცხადება არის, პირველ რიგში, ეკლესიისთვის საშიში - რომან გოცირიძე

„ეს არის ძალიან სახიფათო მოვლენა და ამიტომაც გვქონდა უკიდურესად მძაფრი რეაქცია საზოგადოების მხრიდან პრემიერმინისტრის ამ განცხადებაზე,“ - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ, პრემიერის მიერ სეკულარიზმთან დაკავშირებულ განცხადებაზე გააკეთა.

რომან გოცირიძე ამბობს, რომ პრემიერის განცხადების მიღმა „მთელი ხელისუფლების იდეოლოგია“ დგას.

სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის წევრს რუსეთის საპატრიარქო მოჰყავს. გოცირიძე ამბობს, რომ ამგვარი განცხადებებით „საქართველო ნელ-ნელა ექცევა რუსეთის მენტალურ ორბიტაში".

„ეს განცხადება არის, პირველ რიგში, ეკლესიისთვის საშიში იმიტომ, რომ ხელისუფლება ეუბნება, რომ მე ვერევი თქვენს საქმიანობაში,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები