20 აპრილი 2024,   07:01
ვრცლად
იარლიყები მოგვაწებეთ და სწორედ ეს ნიშნავს, რომ თქვენთვის გაუგებარია, რას ნიშნავს სეკულარიზმი - ხათუნა სამნიძე სოზარ სუბარს მიმართავს

„თქვენ აქ მოგვმართეთ ჩვენ, იარლიყები მოგვაწებეთ და სწორედ ეს ნიშნავს, რომ თქვენთვის გაუგებარია, რას ნიშნავს სეკულარიზმი,“ - ამ სიტყვებით საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, დევნილთა მინისტრს, სოზარ სუბარს, არჩევანის პირდაპირ ეთერში მიმართა.

მისი თქმით, სოზარ სუბარმა სეკულარიზმის მნიშვნელობა არ იცის და 1918-21 წლების კონსტიტუცია შეახსენა.

„როცა ლაპარაკობთ 1918-21 წლების კონსტიტუციაზე, ახლა რომ ახსენეთ ძალიან აგდებულად, მოქმედი კონსტიტუცია არის სწორედ მემკვიდრეობა სამართლებრივი და ისტორიული 1921 წლის კონსტიტუციის და იქ არსებობდა მუხლები, 140-ე 144-ე მუხლი, რომლებიც საუბრობდა, რომ ეკლესია გამიჯნულია სახელმწიფოსგან და პირდაპირ არის ჩანაწერი, რომ ხაზინიდან არ შეიძლება თანხების გაღება ეკლესიური საქმეებისთვის,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

სოზარ სუბარმა ამ საკითხზე განაცხადა, რომ კონსტიტუციის ახალ პროექტში, რომელიც 2 მოსმენით არის მიღებული, ეს საკითხები ძალიან კარგად არის გადმოცემული.

ამავე თემაზე
დღის ამბები