25 აპრილი 2024,   12:32
ვრცლად
თქვენს საუბრამდე მეგონა, რომ კვირიკაშვილის ნათქვამი იყო წამოცდენა - რუსუდან გოცირიძე სოზარ სუბარს მიმართავს

„თქვენს საუბრამდე მეგონა, რომ კვირიკაშვილის ნათქვამი იყო წამოცდენა,“ - ამ სიტყვებით ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ, არჩევანის პირდაპირ ეთერში დევნილთა მინისტრს, სოზარ სუბარს, მიმართა.

მან სახიფათო ტენდენციებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოში ბოლო პერიოდში რელიგიური თავისუფლების წინააღმდეგ ჩნდება.

რუსუდან გოცირიძის განცხადებით, კონსტიტუციის ახალ პროექტში, რომელიც პარლამენტმა უკვე 2 მოსმენით მიიღო, ძალიან საშიში მუხლები გაჩნდა.

„ამ წამოცდენით იკინძება ძალიან დიდი ჯაჭვი, რომელიც დაიწყო იმით, რომ სასულიერო პირები ისხდნენ განათლების სამინიტროში და სიტყვა-სიტყვა ასწორებდნენ მე და საზოგადოების სახელმძღვანელოს, როდესაც მინარეთი მოჭრეს, თქვენთან ვიყავით მაშინ მოსულები. ვფიქრობდით, რომ თქვენ იყავით ის ადამიანი, რომელსაც კარგად ესმოდა, რას ნიშნავს რელიგიის თავისუფლება. როდესაც მუსლიმურ თემს დაპირისპირება ჰქონდა ქრისტიანულ თემთან, სახელმწიფო კი არ გამოვიდა, როგორც სახელმწიფო გამოვიდოდა, არამედ უთხრა, რომ მოდი, ახლა თქვენში მოაგვარეთ რამენაირადო. როდესაც პირველად რელიგიურ გაერთიანებებს შეხვდა ახალი ხელისუფლება, გვითხრა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმდჯომარემ, რომ ახლა არ გეგონოთ, რომ უმცირესობების უფლებებს დავიცავთ უმრავლესობის უფლებების ხარჯზეო და ბოლო ამბავი ჩემთვის ეს არის იმ ფაზლის აწყობის საშიშროება, რომელიც ჩემ თვალწინ იხატება. კონსტიტუციის ახალი ვერსია, რომელზეც თქვენც გითხარით, რომ რელიგიური უფლებების შეზღუდვის პუნქტები, რომლებიც აქამდე იყო მხოლოდ ის მითითება, რომ მხოლოდ შემთხვევაში შეიძლება რელიგიური უფლება შეიზღუდოს, თუკი აქ საკითხი დგება სხვისი უფლებები. ახლა ყველაზე სახიფათო მუხლები წერია, რომლების მიხედვით, რელიგიის თავისუფლების უფლება შეიძლება შეიზღუდოს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხის შემთხვევაში. ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმაცია იმისა, რაზეც ლაპარაკობდა სახელმწიფო სააგენტო რელიგიისა, რომელიც არის ის ბერკეტი, რომლითაც გაჩნდება ბზარი სეკულარულს სახელმწიფოში,“ - განაცხადა რუსუდან გოცირიძემ.

დღის ამბები