25 აპრილი 2024,   18:04
ვრცლად
ბატონო გიორგი, თუ კანონპროექტზე არ გადახვალთ, მომიწევს შეგაწყვეტინოთ სიტყვა - ირაკლი კობახიძე ანა დოლიძეს მიმართავს

„ეს არის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებში უხეშად ჩარევის საკითხი,“ - ეს განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდოამრესთან, ირაკლი კობახიძესთან კამათის დროს გააკეთა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს საკონსტიტუციო უფლებამოსილების განხორციელების საშუალებას არ აძლევს. ანა დოლიძეს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა, როგორც „ბატონ გიორგის“, რადგან, მისი აზრით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი უფლებამოსილებას აჭარბებს.

„ბატონო გიორგი, თუ კანონპროექტზე არ გადახვალთ, მე მომიწევს შეგაწყვეტინოთ სიტყვა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამის შემდეგ ანა დოლიძემ პარლამენტის სპიკერს იმ მუხლის დასახელება მოსთხოვა, რომლის მიხედვითაც ირაკლი კობახიძე მას სიტყვის გაგრძელების საშუალებას არ აძლევდა.

„ეს იყო საფუძველი საკონსტიტუციო სარჩელისა. მე გთხოვთ მიმითითოთ, როგორც სამართლის დოქტორი სამართლის დოქტორს გელაპარაკებით, ამ შემთხვევაში, კანონის რომელი მუხლის საფუძველზე თქვენ მე მიკრძალავთ ახლა ლაპარაკს?“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ვეტოდადებული კანონის შინაარსობრივ მხარეზე გადასვლა სთხოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები