25 აპრილი 2024,   18:54
ვრცლად
ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებული არჩილ დევრიშაძის სასამართლო პროცესს ერთ-ერთი დაზარალებულიც ესწრებოდა, რომელიც ამბობდა, რომ პოლიციელი მას მოკვლით ემუქრებოდა და მის საცხოვრებელ სახლს ესროლა. 

სკანდალურ საქმეზე პროკურატურამ 6 პირი დაზარალებულად სცნო.

შეგახსენებთ, რომ არჩილ დევრიშაძემ გასულ პარასკევს ქალაქ ქობულეთში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ცეცხლსასროლი იარაღით ესროლა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ადგილობრივ მცხოვრებლებს.

დღის ამბები