25 აპრილი 2024,   12:50
ვრცლად
უკრაინის ხელისუფლება მიმართავს პოლიტიკურ დევნას - ხატია დეკანოიძე სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურის დაწყებას აფასებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას „პოლიტიკურ დევნას“ უწოდებს.

ის უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებასა და ყოფილ პრეზიდენტ, ვიქტორ იანუკოვიჩს შორის პარალელებს ავლებს.

„უაღრესად გულდაწყვეტილი ვარ იმით, რომ ქვეყანა და ხელისუფლება, ვგულისხმობ უკრაინის ხელისუფლებას, რომლის დეკლარირებული კურსი არის პროდასავლური, ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება, რეალურად, პოლიტიკური დევნის მეთოდებს იყენებს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ. რეალურად, ეს არის პოლიტიკური დევნა. გახსოვთ ალბათ, იანუკოვიჩი, რომელმაც დააპატიმრა იულია ტიმოშენკო, ზუსტად მსგავსი პრეცედენტია. ძალიან ცუდია, რომ ოლიგარქიული რეჟიმი, რომელიც ახლა სამწუხაროდ, არის უკრაინის ხელისუფლებაში, მიმართავს ასეთ პოლიტიკურ დევნას,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები