20 აპრილი 2024,   17:21
ვრცლად
პოროშენკოს მიერ ხელი მოეწერა საქართველოს ექსპრეზიდენტისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის დოკუმენტს - უკრაინაში საქართველოს ელჩი

უკრაინაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი, გელა დუმბაძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს ადასტურებს. მისი თქმით, დოკუმენტს უკვე მოაწერა ხელი უკრაინის ეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ. 

ის აღნიშნავს, რომ დამატებითი ინფორმაცია საქართველოს საელჩოს არ მიუღია, რადგან მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე იყო.

„უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელი მოეწერა საქართველოს ექსპრეზიდენტისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის დოკუმენტს. ჩვენი წყაროებიდან ეს დადასტურებულია მოცემული მომენტისთვის. დანარჩენი, რაიმე დამატებითი ან ახსნა- განმარტება ან მოტივაცია საელჩოს არ მიუღია. ის უკრაინის მოქალაქე იყო და შესაბამისად, უკრაინული კანონმდებლობა ამ პროცედურას არ მოითხოვს, რომ შეატყობინონ ჩვენს საელჩოს,“ - განაცხადა გელა დუმბაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები