19 აპრილი 2024,   11:55
ვრცლად
დისკრედიტაცია და არადემოკრატიული ნაბიჯი - სეკულარიზმზე გაკეთებული განცხადების გამო პრემიერს კვლავ მწვავედ აკრიტიკებენ

საქართველოში მოქმედი რელიგიური კომფესიების წარმომადგენლები პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიერ, სეკულარიზმზე სოფელ სნოში გაკეთებულ განცხადებას აფასებენ.

თითქმის ყველა რელიგიის წარმომადგენელი თანხმდება, რომ სეკულარიზმზე, ანუ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გამიჯნული ურთიერთობების სახეცვლილებაზე საუბრით, გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყანა საფრთხის ქვეშ დააყენა. ქართველ მუსლიმთა კავშირში თვლიან, რომ პრემიერს განცხადება სეპარატისტული შუღლის გაღვივებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით კი ისეთ რეგიონებში, სადაც რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების არაერთი ფაქტი არსებობს.

პრემიერის სკანდალური განცხადების შემდეგ 8 არასამთავრობო ორგანიზაცია, სეკულარიზმის დასაცავად გაერთიანდა. განცხადება კვირიკაშილის მოსაზრების საწინააღმდეგოდ გაავრცელეს და მტავრობის მეთაურს მეტი დაფიქრებისკენ მოუწოდეს.

პრემიერის განცხადება კონსტიტუციონალისტებმა კონსტიტუციის დისკრედიტაციას და არადემოკრატიულ ნაბიჯად შეაფასეს.

ერთადერთი, ვინც გიორგი კვირიკაშილის განცხადებაში პრობლემას ვერ ხედავს, "ქართული ოცნების" მთავრობის წევრები და მმართველი გუნდია. პრემიერის განცხადებას, რომ სრულად უჭერს მხარს საპარლამენტო უმრავლესობა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ირაკლი კობახიძემ.

 

 

დღის ამბები