24 აპრილი 2024,   04:35
ვრცლად
პრეზიდენტების შეხვედრაზე ამ თემის განხილვა არ მომხდარა - ანა დოლიძე სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურის დაწყებაზე საუბრობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურის დაწყების საკითხს საქართველოში აფასებენ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს მოლაპარაკებების დროს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების ან მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.

„პრეზიდენტების შეხვედრაზე ამ თემის განხილვა არ მომხდარა და ეს არის ერთადერთი, რისი თქმაც მე დღეს თქვენთვის შემიძლია,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ პეტრო პოროშენკო საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით ერთი კვირის წინ იმყოფებოდა და შეხვედრებს მთავრობის წარმომადგენლებთანაც მართავდა.

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურის დაწყების საკითხი უკრაინული და ქართული მთავრობების გარიგების შედეგია.

უმრავლესობაში კი პოროშენკოსთან ამ საკითხის განხილვას უარყოფენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები