თბილისის განაშენიანების გეგმის განხილვა გრძელდება. მორიგი შეხვედრა გენგეგმის ჯგუფის წევრებმა მეცნიერებათა აკადემიაში გამართეს. დისკუსიას დედაქალაქის მერიც დაესწრო. გამომსვლელებს ძირითადად შეკითხვები თბილისში მიმდინარე მშენებლობებთან და ქალაქის მომავალ სატრანსპორტო განვითარებასთან ჰქონდათ.
ოპოზიციამ შეხვედრაზე შემოვლითი რკინიგზის საკითხიც დააყენა. შეხვედრის ბოლოს დედაქალაქის მერსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს შორის შელაპარაკებაც მოხდა.