20 აპრილი 2024,   14:29
ვრცლად
ბათუმის მოვლენებზე ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე საქალაქო სასამართლოში არ გამოცხადდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში, სადაც არეულობის ორგანიზებით დაკავებული პირების საქმის განხილვა უნდა დაწყებულიყო, ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე არ გამოცხადდა. დარბაზში მხოლოდ ირაკლი ჩხვირკია შემოიყვანეს. როგორც მოსამართლემ განაცხადა, მერაბ ღოღობერიძეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ღოღობერიძე შეგნებულად ცდილობს საქმის გაჭიანურებას და ადგილი აქვს სიმულაციას.
პროცესი 7 აგვისტოსთვის გადაიდო. 

დღის ამბები