24 აპრილი 2024,   05:24
ვრცლად
"საქართველოში ტყუილად არ ჩავიდა, ივანიშვილს ტყუილად არ შეხვდა," - სააკაშვილი მისთვის მოქალაქეობის სამორთმევასა და პოროშენკოზე საუბრობს

"კურიერმა" საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, რომელსაც გუშინ უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთვეს, ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა პირდაპირ უკავშირდება უკრაინის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს, რომელიც ცოტა ხნის წინ შედგა.

"ოლიგარქისთვის, რომელიც მართავს უკრაინას პარაშენკოს სახით, ახმეტოვსითვის და სხვების, მათთვის ეჭვს არ წარმოადგენდა არასდროს, რომ მათი მთავრი პრობლემა ვიყავი მე, უბრალოდ ახლა საჯაროდ განაცხადეს და ეს უკვე ნათელი გახდა უკრაინისთვის, რომ ერთის მხრივ არიან ესენი პარაშენკო, ახნმეტოვი, ავაკოვი ეს მთელი ბანდიტების კორპორაცია, რომელიც მათ უკავშირდება და მეორე მხარეს არიან ის ახალი ძალები, რომელიც მე შევკარი ერთად გავაერთიანე და რა თქმა უნდა რაღაც რეპრესია მოსალოდნელი იყო.

"მე პატარა ბავშვი არ ვარ, საქართველოში ტყუილად არ ჩავიდა, ივანიშვილს ტყუილად არ შეხვდა, ბათუმში ტყუილად არ მოინდომა ჩასვლა იმიტომ, რომ ურეკში შევლა უნდოდა, ტყუილად არ ილაპარაკეს დიდი ხანი, რა თქმა უნდა რაღაცას გადადგამდნენ ნაბიჯს,"-აცხადებს სააკაშვილი.    

დღის ამბები