ეკონომიკის სამინისტროს პრემიებზე, დანამატებსა და წარმომადგენლობით ხარჯებზე ინფორმაციის მოსაპოვებლად "ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტს", სამი წელი და სასამართლოს სამ ინსტანციაში დავა დასჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სამინისტრო დაავალდებულა გაესაჯაროვებინა, რაში ხარჯავდა მილიონებს, უწყება ფაქტებს მაინც მალავდა, საბოლოოდ საქმეში აღსრულების ეროვნული ბიურო ჩაერთო რის შემდეგაც სამინსტრო იძულებული გახდა ინფორმაცია გაეცა, თუმცა ეს მხოლოდ ნაწილობრივ გააკეთა.
ინფორმაცია, რომელსაც სამინისტრო საგულდაგულოდ მალავდა, გიორგი კვირიკაშვილის მინისტრობის პერიოდში ჩინოვნიკებზე გაცემულ პრემიებს ეხებოდა. ირკვევა, რომ მხოლოდ ერთ წელში, ხალხს ამ სამინისტროს პრემიები და დანამატები 2 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა.
პრემიებთან და დანამატებთან ერთად მოქმედი პრემიერის მინისტრობის პერიოდში მთავარი სუსტი წერტილი წარმომადგენლობითი ხარჯი იყო. ირკვევა, რომ ეკონომიკის სამინსტრო რესტორნებსა და საჩუქრებში სოლიდურ თანხებს ხარჯავდა და ეს თანხები ყოველწლიურად იზრდებოდა.
ეკონომიკის სამინისტრო არ არის ერთადერთი უწყება, რომლისგანაც საჯარო ინფორმაციის მიღება სასამართლომდე და აღსრულების ბიურომდე მივიდა. „IDFI“-მ კიდევ ერთი, უწყებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ამ ტიპის ინფორმაციის მიღება, საქმეში მხოლოდ პროკურატურის ჩართვის შემდეგ შეძლო.