18 აპრილი 2024,   11:41
ვრცლად
NDI-ის გამოკითხვა - წინასაარჩევნო განწყობები, კანდიდატების რეიტინგები და მოსახლეობის დამოკიდებულება მედიის მიმართ

"ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის შედეგები თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტურს პროგნოზირებას. დღეს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით ამომრჩევლის უმრავლესობას არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცეს ხმა. გამოკვეთილ კანდიდატებს შორის კი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება ზაალ უდუმაშვილსა და ალეკო ელისაშვილს შორის არის მოსალოდნელი.

კიდევ ერთი პიროვნება, რომლის შესახებაც კვლევაში ცალკე პუნქტი იყო ბიძინა ივანიშვილია - რესპოდენტების 59% მიიჩნევს, რომ ის ქვეყანაში კვლავაც გადაწყვეტილებების მიმღებ მთავარ პერსონად რჩება, 56%, კი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა ბიძინა ივანიშვილი არ იყოს ჩართული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში.   

რაც შეეხება, პოლიტიკურ პარტიებს, 37% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. მმართველ პარტიას კი 23%-ი უჭერს მხარს. კვლევის თანახმად, პოლიტიკურ პარტიების რეიტინგში 9%-ით მეორე ადგილზეა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა," შემდეგ ადგილს 4 %-ით იკავებს "ევროპული საქართველო," ასევე 4 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს "პატრიოტთა ალიანსს."

ამ კვლევამ ერთი საინტერესო ტენდენცია გამოკვეთა, გამოკითხულთა საკმაოდ დიდმა რაოდენობამ - 62%-მა არ იცის ვის მისცემს ხმას. ეს არის საქართველოს ისტორიაში გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

კვლევა ასევე შეეხო მედიასაშუალებებსაც სადაც გამოკითხვებით ყველაზე მეტი ადამიანი ამბობს, რომ "რუსთავი 2-ს" ენდობა.

NDI-მ მთელი საქართველოს მასშტაბით 2 ათას 261 ინტერვიუ გამოკითხა, მოსახლეობის გამოკითხვა 18-ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

დღის ამბები