19 აპრილი 2024,   06:49
ვრცლად
„62 გადაუწყვეტელი ნიშნავს, რომ ყველაფერი გადაწყდება მომდევნო სამი თვის განმავლობაში," - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია NDI-ის კვლევის შედეგებს და კონკრეტულად იმ ნაწილს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, მოსახლეობის 62%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, მერობის რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს.

ნიკა  მელია მნიშვნელოვნად მიიჩნევს მერობის კანდიდატების მიერ ჩატარებულ წინასაარჩევნო კამპანიას. მისი თქმით, ნებისმიერი კანდიდატის, მიერ წარმართული წინასაარჩევნო კამპანია, პირდაპირ აისახება მის შედეგზე. ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატზე ზალიკო უდუმაშვილზეც საუბრობს.

„62% გადაუწყვეტელი ნიშნავს, რომ ყველაფერი გადაწყდება მომდევნო სამი თვის განმავლობაში. ზალიკო უდუმაშვილს, მე ვფიქრობ თავმდაბლობის გარეშე, ყველაზე რესორსული კანდიდატია. დარწმუნებული ვარ, ამ 62 %-დან ხვედრითი წილი მოდის ოპოზიციურ კანდიდატებზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც ზალიკო უდუმაშვილი წარადგენს თავის მთავრობას, შემადგენლობას,  მას შემდეგ, რაც თბილისელებს ეცოდინება ვინ იქნება ზალიკო უდუმაშვილის ყველა მოადგილე, ვიცე-მერი და წამყვანი სამსახურის უფროსები, დაამყარებს მჭიდრო ურთიერთობას და უდიდესი ნაწილი დარწმუნდება, რო ჩვენ ვართ განახლებული "ნაციონალური მოძრაობა," მე ეჭვიც არ მეპარება, რომ რომ ჩვენ შევძლებთ ნდობის დაბრუნებას და მოპოვებას და დავამარცხებთ ქართულ ოცნებას,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები