20 აპრილი 2024,   08:43
ვრცლად
ჯემი როქვაი ბათუმშია

ერთი დღე შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის გახსნამდე. ბათუმი უკვე 11 სხვა და სხვა ჟანრისა ცნობილ შემსრულებლებს აერთიანებს. უკვე ყველაფერი მზად არის სტუმრების მისაღებად, ერთ-ერთი პირველი მაყურებლის წინაშე ჯემი როქვაი წარდგება, რომელიც უკვე ბათუმშია. მომღერალი კონცერტს ქალაქის კორტებზე გამართავს.

ჯემი როქვაის შემდეგ ბათუმის ჯაზ ფესტივალზე მსმენელის წინაშე ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი ამერიკული ტრიო დე ლა სოული წარსდგება. ბათუმი ჯაზ ფესტივალზე კიდევ რამდენიმე უცხოელი მუსიკოსი ჩამოვა.

ბათუმში ჯაზ ფესტივალი 27 ივლისს გაიხსნება და სულ ოთხი დღე გაგრძელდება.

დღის ამბები