20 ოქტომბერი 2017,   20:21
ვრცლად
„ღარიბაშვილმა დაურეკა ჩემზე და პოროშენკომ დაუკიდა ყურმილი"- მიხეილ სააკაშვილი

„ღარიბაშვილმა დაურეკა ჩემზე და პოროშენკომ დაუკიდა ყურმილი,“- ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა „კურიერთან“ ინტერვიუს დროს გააკეთა. 

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ყველაფერი წინ არის და ბრძოლა გრძელდება.

„მითხრა, რომ ფსიქიკურად დაავადებულია ეს კაციო და თუ კიდევ რამეა, ახლა ყველაფერს მივხვდიო. პოროშენკომ მშვენივრად იცის ყველაფერი, პრობლემა იმაშია, რომ ძალიან გაუჭირდა. ჩემ პირობებში დაინახა საფრთხე, რომ შეიძლება მე მაქვს რეალური შანსები მისი და მისი ჯგუფის ხელისუფლებიდან ჩამოშორების და ხალხის მიყვანისა და ჩაერთო შიში, თვითგადარჩენის ინსტინქტი არა, თვითგანადგურებისა. ვნახე, რომ ვიღაცებს თბილისში გაუხარდათ, ტყუილად გიხარიათ. ახლა იწყება თავდავიწყება, ყველაფერი არის წინ, მოიმარაგეთ პოპკორნი და შეხედეთ, თქვენთვის ძალიან უსიამოვნო ამბებს ნახავთ და სასიამოვნოს უკრაინისა და საქართველოსთვის,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალდებაზე ისაუბრა და მას "ორღობის პროკურატურის ჭორვილის, სიბანძის განსახიერების პროკურატურის ბრალდება" უწოდა. მისი თქმით, პროკურატურის ბრალდება ვაცლავ ჰაველის გასვენების გვირგვინი არის. 

 

დღის ამბები