25 აპრილი 2024,   13:11
ვრცლად
უარი აგროკრედიტზე - ანი ნადარეიშვილი პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს

უარი აგროკრედიტზე - 100 ათას ლარიანი სესხის დამტკიცებიდან ცოტა ხანში ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა, შეიტყო, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაფინანსება, რომელზეც ხელი უკვე მოწერილი ჰქონდათ, შეუწყვიტა. უარის შემდეგ, ნადარეიშვილს აღებული 100 ათას ლარიანი კრედიტის დაფარვა სრულად მოუწევს.

100 ათას ლარიანი აგროკრედიტით ანი ნადარეიშვილმა კერძო მეურნეობისა და ფერმის მოწყობა დაგეგმა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ პროგრამით სარგებლობა და ფერმისთვის მსხვილფეხა საქონლის შეძენა, დაახლოებით, 2 თვის წინ გადაწყვიტა. სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ბანკმა 100 ათას ლარიანი კრედიტი დაუმტკიცა, საიდანაც 11% სახელმწიფოს უნდა დაეფარა.

ბაჩო ახალაიას მეუღლე დარწმუნებულია, რომ სახელმწიფომ უარი პოლიტიკური მოტივით უთხრა. რადგან, ამბობს, რომ ყველა საჭირო დოკუმენტაცია წესრიგში აქვს და ვალდებულებებსაც აკმაყოფილებს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ მათი უარის მიზეზი არა პოლიტიკური სიმპატიები, არამედ მოუწესრიგებელი დოკუმენტაცია გახდა.

 

დღის ამბები