20 აპრილი 2024,   07:08
ვრცლად
სოლიდური დანამატები გამგეობების ხელმძღვანელებისთვის - მათ წლის განმავლობაში ნარმანიაზე 4-ჯერ მეტი თანხა აიღეს

გამგეობების ხელმძღვანელები სოლიდურ დანამატებს იღებენ. ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, თბილისის გამგებლები, საკრებულოს მიერ განსაზღვრულ 2600 ლართან ერთად, ბიუჯეტიდან დანამატის სახით იმავე ოდენობის თანხას იღებენ.

6 გამგებლის მიერ გასულ წელს შევსებული დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ წელიწადში თითოეულმა 67 000 ლარი მიიღო მაშინ, როცა ეს თანხა მხოლოდ 31 000 უნდა ყოფილიყო.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც პრემიების გაცემაზე მერიამ უარი თქვა, გამგეობების მაღალჩინოსნებზე სოლიდური თანხები უკვე დანამატის სახით გაიცემა.

გამგებლების ყოველთვიური შემოსავალი შეუსაბამოდ აღემატება თავად მერისას. მათ წლის განმავლობაში დავით ნარმანიაზე 4-ჯერ მეტი თანხა აიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტაციით მერს არც პრემია და არც დანამატი აუღია, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საბიუჯეტო სახსრები მასშტაბურად არამიზნობრივად იხარჯება.

საკრებულოს ოპოზიცია რამდენიმე წელია, თვითმმართველობებში სახელფასო გადანაწილების მკაცრ განსაზღვრას ითხოვს.

კურიერი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა კონკრეტულ ადრესატებთან დაკავშირებას, თუმცა ამ თემაზე კომენტარი არც მათ და არც მერიის წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ.

 

დღის ამბები