20 ოქტომბერი 2017,   21:50
ვრცლად
რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან კიდევ ერთი პირი დააკავეს

კიდევ ერთი პირი დააკავეს რუსმა ოკუპანტებმა დასავლეთ საქართველოში, საოკუპაციო ხაზზე. შემთხვევა ამჯერადაც ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში მოხდა. ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ადგილობრივი მცხოვრები თენგიზ მიქავაა. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ეს სოფელ ტყაიადან ბოლო სამი დღის განმავლობაში ადამიანის გატაცების მეორე შემთხვევაა. რაც შეეხება უტა სამუშიას, ის იზოლატორიდან უკვე გათავისუფლებულია. ადგილობრივების თქმით, რუსი სამხედროები ბოლო პერიოდია გააქტიურდნენ. მათივე მტკიცებით, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ე.წ. საზღვრიდან 200 მეტრში, რუს სამხედროებს კარავი აქვთ მოწყობილი.

დღის ამბები