16 აგვისტო 2017,   21:33
ვრცლად
შეფერხებები ლარსის სასაზღვრო პუნქტთან - რიგში მყოფი ერთი ქალბატონი გარდაიცვალა

კვლავ შეფერხებებია ლარსის სასაზღვრო პუნქტთან. კილომეტრიანი საცობები რუსეთის მხარეს არსებული პრობლემების მიზეზით არსებობს. გაუსაძლის სიცხეში საათობით ლოდინის გამო გუშინ რიგში მყოფი ერთი ქალბატონი დაიღუპა. თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილი საქართველოში შემოდიოდა.

ინციდენტის შემდეგ, ლარსის სასაზღვრო პუნქტთან სასწრაფო დახმარების ბრიგადები 24 საათიან რეჟიმში მორიგეობენ. აღნიშნული გადაწყვეტილება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა მიიღო. ამჟამად საცობში მხოლოდ ტრაილერები დგანან.

დღის ამბები