16 აგვისტო 2017,   21:33
ვრცლად
"ევროპულმა საქართველომ" გურჯაანის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი წარადგინა

"ევროპულმა საქართველომ" მერობის კანდიდატი გურჯაანის მუნიციპალიტეტში წარადგინა. გოგა პეტრუზაშვილი შეკრებილებს დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ გააცნეს. "ევროპული საქართველოს"თავმჯდომარემ ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამაც წარმოუდგინა.

ინიციატივის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებზე მოგებულ რაიონებში გაუქმდება ბიუროკრატიული ხარჯები, პრემია და დანამატები, ეს თანხა კი, პენსიის ზრდას მოხმარდება.

“გიორგი პეტროზაშვილი კარგად იცნობს ამ რაიონს, იცის ძალიან ბევრი ადამიანის პრობლემა. ჩვენ უნდა ავამუშავოთ აქ დაგროვებული პოტენციალი, მათ შორის ტურისტული პოტენციალი, იმისთვის, რომ დამატებითი სამუშაო ადგილები შევქმნათ,“ - განაცხადა ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ.

დღის ამბები