24 აპრილი 2024,   04:23
ვრცლად
"თავისუფალი დემოკრატები" ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ

"თავისუფალი დემოკრატები" ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. მიზეზები პარტიამ განცხადებაში განმარტა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. "თავისუფალი დემოკრატები" მზადებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწყებენ.

განცხადების მიხედვით, პარტია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს რამდენიმე მიზეზით აცხადებს. მათი თქმით, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარტიაში კრიზისული ვითარება შეიქმნა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პროექტი, რომლის მიხედვითაც „თავისუფალმა დემოკრატებმა“ „რესპუბლიკელებთან“ ბლოკი შექმნეს, ვერ განხორციელდა.

"2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენს პარტიაში შეიქმნა კრიზისული ვითარება. პარტია დატოვა არა ერთმა ლიდერმა და წევრმა. ჩვენს წინაშე იდგა პარტიის გადარჩენის ამოცანა, რომელსაც არსებითად გავართვით თავი. მაგრამ, შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა ჩვენი პარტიის ძალებს აღემატებოდა და ასეთი რამ მიზნად არც დაგვისახავს. რამდენიმე თვის წინ ჩვენ შემოგვთავაზეს საკმაოდ საინტერესო პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელი გახდებოდა ადგილობრივ არჩევნებში "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან საკმაოდ რეალური დაპირისპირება. ამ პროექტის პირველ საფეხურზე გამოვაცხადეთ საარჩევნო ბლოკი „რესპუბლიკურ პარტიასთან“. სამწუხაროდ, ამ პროექტის განხორციელება, ჩვენგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო, პირველ საფეხურს ვერ გასცდა. შექმნილ ვითარებაში გადავწყვიტეთ გამოვტოვოთ თვითმმართველობის არჩევნები და შევუდგეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას. ამასთან, ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ და განვაგრძობთ მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და აუცილებლად ვიტყვით მნიშვნელოვან სიტყვას თავისუფალი, სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისათვის ბრძოლაში. 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში გულწრფელად ვუსურვებთ წარმატებას ყველა პრინციპულ, პროდასავლურ ოპოზიციურ ძალას და კანდიდატს," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები