25 აპრილი 2024,   14:24
ვრცლად
სოფლის მეურნეობის მინისტრი ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი რთველის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ღვინის კომპანიები, რომლებიც რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.

„ყველანაირი პირობა არსებობს იმისთვის, რომ წლევანდელი რთველი იყოს ძალიან წარმატებული, გვაქვს კარგი მოსავალი, გვაქვს გაზრდილი ექსპორტი, ასევე გვაქვს მაქსიმალური კოორდინაცია და კომუნიკაცია კომპანიებს შორის,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები