22 ნოემბერი 2017,   09:16
ვრცლად
ავარია რიკოთის უღელტეხილზე - დაშავებულია 5 ადამიანი

რიკოთის უღელტეხილზე ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. მსუბუქ ავტომობილსა და სატვირთოს შორის შეჯახების შედეგად 5 ადამიანია დაშავებული. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რუსთავი2-ს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები