25 აპრილი 2024,   17:02
ვრცლად
თავისუფალ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის თანამშრომლობა 3 თვეში დასრულდა

ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას თავისუფალი დემოკრატები არ მიიღებენ, რესპუბლიკური პარტია კი დამოუკიდებლად წარსდგება.

საგანგებო ბრიფინგზე თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, შალვა შავგულიძემ, საარჩევნო მარათონიდან გამოთიშვის რამდენიმე მიზეზი დაასახელა. შალვა შავგულიძის თქმით, რესპუბლიკელებთან ერთად მათ საარჩევნო სიაში ახალი სახეების ჩართვა ვერ შეძლეს.

არშემდგარი კოალიციის ერთ-ერთი მიზეზად თავისუფალმა დემოკრატებმა თბილისის მერობის კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის, პოზიციაც დაასახელეს.

რესპუბლიკელები კი თავისუფალი დემოკრატების უარს პოლიტიკურად წამგებიანად მიიჩნევენ. ორივე პარტიაში ადასტურებენ, რომ კონსულტაციები მერობის დამოუკიდებელ კანდიდატთან, ალეკო ელისაშვილთან, მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ. 

წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე ალეკო ელისაშვილმა პარტიულ მხარდაჭერაზე უარი თქვა. მერობის კანდიდატის შტაბში ეს გადაწყვეტილება ამომრჩევლის დაკვეთით ახსნეს.

რესპუბლიკელებმა და თავისუფალმა დემოკრატებმა ერთიანი ბლოკით არჩევნებზე გამოსვლის შესახებ განაცხადი მაისის ბოლოს გააკეთეს. დღეს კი თავისუფალმა დემოკრატებმა მხოლოდ ის დააანონსეს, რომ პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადება.

დღის ამბები