20 სექტემბერი 2017,   22:26
ვრცლად
აღმაშენებლის საფეხმავლო ქუჩაზე მდებარე კაფეებს შესაძლოა, დახურვა დაემუქროს

აღმაშენებლის გამზირზე ახალ საფეხმავლო ქუჩაზე მდებარე კაფეების დიდ ნაწილს შესაძლოა, დახურვა დაემუქროს. ამის თაობაზე გაფრთხილება თანამშრომლებს დღეს დილით დახვდათ.

დედაქალაქის მერიის ზედამხედველობის განცხადების მიხედვით, ტერიტორიაზე მოწყობილი გარე ტერასა უნებართვოა და იმ შემთხვევაში, თუკი მეპატრონეები დოკუმენტებს უახლოეს დღეებში არ მოაწესრიგებენ, სოლიდური თანხით დაჯარიმდებიან.

მეპატრონეები ამბობენ, რომ აღმაშენებლის გამზირის ამ ნაწილის რეაბილიტაციის შემდეგ გარე ტერასებს ამუშავებენ, თუმცა ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მათთან დღემდე არ გამოჩენილან.

კაფეების მფლობელები ნარმანიას უწყებას შერჩევით მიდგომაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ტურისტული სეზონის პიკში გარე კაფეების დახურვა მათ ბიზნესს დააზარალებს.

აღსანიშნავია, რომ ადგილზე გუშინ ღამით თბილისის მერი, დავით ნარმანია, იმყოფებოდა. თავად ნარმანია ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ მერი არაკომპეტენტურია და მსგავს კონკრეტულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გაფრთხილება თავად და უნდა გასცეს.

კაფეების გარე ტერასების დემონტაჟისთვის ან დოკუმენტების მოსაწესრიგებლად აღმაშენებელზე მდებარე 16-მდე ობიექტის წარმომადგენელს რამდენიმედღიანი ვადა აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი 10 000 ლარით დაჯარიმდებიან.

დღის ამბები